ლაზერული ეპილაციის შემსწავლელი ცენტრი
“ლოტუსის” ლაზერული ეპილაციის შემსწავლელი სკოლა უკვე მრავალი წელია წარმატებით ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე
სასწავლო კურსზე სტუდენტები შეისწავლიან ყველაფერს, რაც უნდა იცოდნენ ლაზერული ეპილაციისუნარებისა და ტექნიკის შესახებ.
“ლოტუს” სკოლაში არსებული კურსები:
-ალექსანდრიტის ლაზერი;
-დიოდური ეპილაცია;
-არასასურველი ტატუსგან განთავისუფლება;
ჩვენ სრულად ორიენტირებული ვართ მოვერგოთ თითოეულ სტუდენტს, რათა მათ შეძლონ მაქსიმალური განათლება წაიღონ ჩვენგან. ჩვენი სასწავლო კურსი სისტემატურად იხვეწება, ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე. იგი მოიცავს, არა მხოლოდ თეორიულ კურსს, არამედ ყველაზე მთავარს – პრაქტიკას. „ლოტუსის“ ბაზაზე ჩვენი სტუდენტები თავად ეუფლებიან ამ პროფესიის პრაქტიკულ ნაწილს.
კურსის ხანგრძლივობა – 2 კვირა;
თითოეულ ჯგუფში 5-9 სტუდენტი;
კურსის პრაქტიკული ნაწილი განსაკუთრებით საინტერესო და პროდუქტიულია, გამომდინარე იქიდან, რომ სტუდენტი თეორიაში მიღებულ ცოდნას რეალურ გარემოში იყენებს და ხვეწს.
პრაქტიკული სწავლება მოიცავს აპარატთან სწორად მუშაობას და უშუალოდ პროცედურების დამოუკიდებლად წარმართვას.
სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დიპლომის არსებობა, სასურველია, თუმცა არა აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ მსურველმა კანდიდატმა გაიაროს შემსწავლელი კურსი;
კურსის დასრულების შემდგომ გაიცემა “ლოტუსის” შემსწავლელი კურსის დამადასტურებელი ოფიციალური სერტიფიკატი.
ლაზერის სრული კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტებს საშუალება აქვთ წარმატებით დასაქმდნენ სხვადასხვა ესთეტიკის ცენტრებში , ან თავად შექმნან კონკურენტუნარიანი ორგანიზაცია, სადაც შეძლებენ შესაბამისი მაღალი ხარისხის მომსახურებების გაწევას.