Injectable cosmetology
“ლოტუსის” თრეინინგ ცენტრში ფუნქციონირებს ინექციური კოსმეტოლოგიის კურსები.
აღნიშნულ კურსზე სტუდენტებს თითო გაკვეთილზე არა ჯგუფების, არამედ ფაქტიურად ინდივიდუალურად (ან მაქსიმუმ 2-3 სტუდენტს) ვიღებთ. პედაგოგი თითოეულ დეტალს ინდივიდუალურად გადის თითოეულ მათგანთან, განსაკუთრებით პრაქტიკულ გაკვეთილებზე.
სხვა კურსებისგან განსხვავებით, ინიექციური კოსმეტოლოგიის სტუდენტები სამედიცინო განათლების მქონე პირები არიან.
კურსი მოიცავს, როგორც თეორიულ გაკვეთილებს, ისე პრაქტიკას, დასაწყისისთვის სპეციალური სამედიცინო მულაჟის გამოყენებით, ხოლო, შემდგომ უკვე რეალურ პაციენტებზე:
-მეზოთერაპია, ბიორევიტალიცაზია, ფილერის გამოყენება ტუჩის, ცხვირის, ცხვირ-ტუჩის, შუბლის ზონებზე , ბოტოქსის ინექციები და ა.შ. ეს იმ პროცედურათა არა სრული ჩამონათვალია, რომელთაც სტუდენტი დაეუფლება აღნიშნული კურსის ფარგლებში.